პირობები
საბუთები ავტომობილის დასაქირავებლად
1. პასპორტი
2. მართვის მოწმობა
გადახდა
1. დეპოზიტი ავტომანქანისთვის-დაბრუნებადი თანხა
2. ქირაობის მთელი პერიოდის თანხის გადახდა
გადახდა წარმოებს ეროვნულ ვალუტაში.
გადახდა შესაძლებელია:
1. ნაღდი ანგარიშსწორებით
2. უნაღდო ანგარიშსწორებით
3. ელექტრონული ფულით
4. საკრედიტო ბარათით (პერონიფიცერებული)
დაზღვევა
არსებობს სამი სახის დაზღვევა:
1. ავტომანქანის დაზღვევა ყველანაირი ინციდენტისგან
2. მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა
3. მძღოლის და მგზავრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა
გარბენის შეზღუდვა
ავტომანქანის ქირაობისას 2 დღემდე გარბენი შეზღუდულია (250 კმ დღეში), მანქანის 3 და მეტი დღით ქირაობისას გარბენი შეუზღუდავი. გარბენი შეიძლება იყოს შეზღუდული ჩვენგან ეკსკლუზიური და სპეციალური შემოთავაზებისას. 2 დღემდე ავტომობილის მიღება ულიმიტო გარბენით შესაძლებელია დამატებითი თანხის გადახდისას.
დამატებითი თანხის გადახდა შესაძლებელია:
1. ავტომანქანის ჭუჭყიან მდგომარეობაში დაბრუნებისას გარეცხვის თანხა
2.
3. ავტომანქანის მიღება ან ჩაბარების შემთხვევაში, თუ ოფისის ფარგლებს გარეთ ხდება
4. ავტომანქანის მიღება ან გადაცემა არასამუშაო საათებში, დღესასცაულებზე,
5. ომსახურება “one way” ავტომანქანის ერთ ქალაქში მიღება და ჩაბარება სხვა ქალაქში
6. თუ ავტომანქანა დაბრუნდა ნაკლები საწვავის რაოდენობით
7. დამატებითი აღჭურვილობის შეკვეთა: ბავშვის სავარძელი, ნავიგატორი, ჯაჭვები, თხილამურების სამაგრი
8. სადაზღვეო კომპანიაში შეუტყობინებლობა მანქანის დაზიანებისას
9. დაკარგვა გასაღების, ტექნიკური პასპორტის, ავტომანქანის სანომრე ნიშნების
10. დამატებითი მძღოლის შემთხვევაში
ქირაობის პერიოდი
ავტომანქანის გაქირავების დრო იწყება მისი მიღებიდან და ითვლება დღე-ღამით. ერთი დღე-ღამე 24 საათია ავტომანქანის მიღებიდან. ერთ საათზე მეტი საათით გაქირავების ვადის გადაცილება ითვლებაროგორც დამატებითი დღე-ღამე.
საწვავი
ავტომანქანა გადაეცემა გარკვეული რაოდენობის საწვავით, აბრუნებთ იგივე რაოდენობით. თუ აბრუნებთ ავტომანქანას ნაკლები საწვავით, ანაზღაურებთ თანხით. ასხავთ საწვავს «პრემიუმ» მარკის (ანალოგი 95-ის), ავტომანქანას დიზელზე- დიზელის საწვავით. საწვავის საფასური დაახლოებით 3 ლარი 1ლიტრი.
როგორ დაჯავშნოთ და სად
შეგიძლიათ დაჯავშნოთ ავტომანქანა შემდეგნაირად:
1. საიტზე ონლაინ ფორმის შევსებით – მიუთითეთ თარიღები, ავტომანქანის მიღების და ჩაბარების დრო და ადგილი, მიუთითეთ ფოსტის მისამართი – ფოსტაზე მოგივათ შეკვეთის დაანგარიშება, შეკვეთის ფაქტიდან გამომდინარე ჩვენ დაგიკავშირდებით, თუ შეკვეთა სასწრაფოა-24 საათია დარჩენილი შეკვეთამდე-უმჯობესია დაგვირეკოთ.
2. ტელეფონზე (+995) 514-135-135– გვითხარით თარიღები, ავტომანქანის მიღების და ჩაბარების დრო და ადგილი, ჩვენ გამოვითვლით შეკვეთას და გაცნობებთ გაქირავების სრულ თანხას, თქვენ სახელზე დავჯავშნით მანქანას.
3. Viber ან WhatsApp -ის საშუალებით +995-514-135-135 – ხმოვანი შეტყობინებით ან შეტყობინებით, შეგიძლიათ გადმოგვიგზავნოთ თქვენი საბუთების ასლები, ჩვენ გავაფორმებთ ჯავშანს და გამოგიგზავნით ჯავშნის ნომერს.
4. ელექტრონული ფოსტით - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. - უბრალოდ მოგვწერეთ წერილი თქვენი სურვილებით მანქანის შესახებ, მიუთითეთ
5. თარიღები, ავტომანქანის მიღების და ჩაბარების დრო და ადგილი.
6. ონ-ლაინ ჩატის .ჩვენ თუ ოფ-ლაინ ვართ – მოგვწერეთ, ჩვენ გიპასუხებთ თქვენს წერილზე მომდევნო საათებში, მაგრამ არაუგვიანეს 12 საათისა.
ავტომანქანის დაჯავშნის დადასტურება
დაჯავშნა –წარმოადგენს 100% დადასტურებას თქვენი შეკვეთისა. თქვენი შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენ დაგიკავშირდებით და თქვენ მიიღებთ ჯავშნის დადასტურებას ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით.
თქვენ გენიჭებათ ჯავშნის უნიკალური კოდი. წინსწრებით გადახდისას და დაჯავშნისას, თქვენ მიიღებთ ელექტრონულ ვაუჩერს, რომელიც თქვენი ჯავშნის დადასტურებათ ითვლება.
ჯავშნის თანხის გადახდა:
დაჯავშნის თანხის გადახდა ხდება შემდეგნაირად: კომპანისს ანგარიშზე ჩარიცხვით და ონლაინ ფეიფალის მეშვეობით. დაჯავშნისას უპირატესობა ენიჭება იმ ჯავშანს რომელზეც ჩარიცხულია წინასწარ ქირავნობის თანხის 25 %. იმ შემთხვევაში თუ წინასწარ არ არის ჩარიცხული ჯავშნის თანხა შეიძლება ჯავშანი არ იყოს აქტიური. ჯავშნის თანხა ჩარიცხული უნდა იყოს გაქირავების ვადის დაწყებამდე არანაკლებ 10 დღის.
ჯავშანის გაუქმება
ჯავშანის გაუქმება: ჯავშანის გაუქმება შესაძლებელია ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით იმ შემთხვევაში როდესაც დამქირავებელი უარს აცხადებს შეკვეთაზე 5 დღით ადრე. თუ დამქირავებელის გადახდილი აქვს ჯავშნის თანხა ან ქირავნობის თანხა სრულად მაშინ მას უბრუნდება სრული თანხა ბანკის გადარიცხვვის საკომისიოების და ვალუტის კურსის ცვალებადობის გამოკლებით. თუ ჯავშნის გაუქმება ხდება 5 დღემდე ვადაში კომპანია იტოვებს ქირავნობის ღირებულების 25 % ს .
კლიენტების მომსახურება
ჩვენ ვემსახურებით კლიენტებს 24 საათის განმავლობაში 7 დღე კვირაში. ვემსახურებით ყველა შეკვეთას მიუხედავ სამუშაო საათებია თუ არასამუშაო, თუ წინასწარაა შეკვეთა მიცემული და დადასტურებულია.
ოფისის სამუშაო დრო
ჩვენი ოფისის მუშაობის სტანდარტული დრო ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10-დან 19-00 სთ-მდე (თბილისის დროით). ჩვენ გემსახურებით დამატებითი გადასახადის გარეშე 9-დან 19-მდე ორშაბათი-პარასკევი, მიუხედავათ იმისა,რომ ეს ჩვენთვის არასამუშაო დროა. ჩვენ ასევე მოგემსახურებით 24 საათი მთელი კვირის განმავლობაში
ავტომანქანის მიღება, დაგვიანება
თუ თქვენ იღებთ ავტომანქანას აეროპორტში, გთხოვთ მიგვითითოდ თქვენი რეისის ნომერი, ჩვენ აუცილებლად თქვენ დაგხვდებით, თუ თვითმფრინავი არ ჩამოფრინდა ან რეისმა დააგვიანა ჩვენ დაგელოდებით მხოლოდ იმ შემთხევაში თუ გვეცოდინება თქვენი რეისის ნომერი. და თქვენი შეკვეთა ძალაში იქნება. თუ თქვენ არ მოფრინდით მითითებული რეისით – თქვენი შეკვეთა ანულირდება.
თუ თქვენ იღებთ მანქანას ოფისში, მიუთითეთ მიღების დრო, რა დროსაც თქვენ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ოფისს. თუ თქვენ არ მოხვალთ დათქმულ დროს, ხოლო თქვენ ვერ დაგიკავშირდით (გამორთული გაქვთ ტელეფონი, არ პასუხობთ წერილებს), თქვენი შეკვეთა ანულირდება, თუ თქვენი შეკვეთა გადახდილია, ჩვენ 12-24 საათამდე დაგელოდებით, შემდეგ კი ანულირებას გაუკეთებთ შეკვეთას თანხის დაუბრუნებლად. თუ თქვენ ჩვენ დაგვიკავშირდით, მაგრამ გსურთ ჯავშნის სხვა თარიღზე გადაწევა, წინა ჯავშანი ანულირდება თანხის დაბრუნების გარეშე, თქვენგან კი მიიღება ახალი შეკვეთა.
ხელშეკრულება
მიმაგრებული ფაილი
1. ავტომობილის (სატრანსპორტო საშუალების) ქირავნობის წინამდებარე ხელშეკრულება მოიცავს ავტომობილის ქირაობის პირობებს.
2. წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად, ავტომობილის გამქირავებელი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „კომპანია“), გადასცემს დამქირავებელს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „კლიენტი“), გაქირავების პირობებით, დროებით სარგებლობაში სატრანსპორტო საშუალებას - ავტომობილს, იმ ვადით, საფასურით და სხვა არსებითი პირობებით , რაც განსაზღვრულია ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტებით.
3. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კლიენტი ადასტურებს, რომ მან გამქირავებლისგან მიიღო ავტომობილი, რომელიც შეესაბამება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამის პუნქტებში მოცემულ ცნობებს, გამართულ ტექნიკურ მდგომარეობაში, რაც იძლევა საშუალებას, რომ ავტომობილი გამოყენებულ იქნას გაქირავების მიზნით. ავტომობილის გადაცემა და დაბრუნება აისახება მიღება-ჩაბარების აქტით, რაც წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ავტომობილის მდგომარეობასთან დაკავშირებული შენიშვნები გადაცემისა და დაბრუნების დროს აღინიშნება შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტში.
4. ავტომობილის ქირავნობის საფასური გამოიანგარიშება სადღეღამისო განაკვეთის საფუძველზე, რაც დამოკიდებულია ავტომობილის კლასზე, დღეების რაოდენობაზე, კლიენტის მიერ მოთხოვნილ სხვა/დამატებითი მომსახურების ღირებულებაზე. გადასახდის საერთო ოდენობა გადაიხდევინება კლიენტის მიერ ავტომანქანის ქირაობის დროს. კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს ქირის ვადის გადაცილების თანხა, გამომდინარე დღე-ღამის საბაზისო ტარიფებიდან (1 სრული დღე - 24 საათი), ავტომობილის გარეცხვის თანხა, ტარიფები რეგულირდება ფასების პრეისკურანტის თანახმად, რომელიც მოქმედებს გაწეულის მომსახურების გადახდის მომენტში.
5. საგარანტიო გირაო (შემდგომში „დეპოზიტი“) გადაიხდევინება წინასწარ, კლიენტისათვის ავტომობილის გადაცემის დროს, დეპოზიტის ოდენობა დამოკიდებულია გასაქირავებელი ავტომობილის მოდელზე. დეპოზიტი კლიენტს უბრუნდება ხელშეკრულების პირობების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში, ავტომობილის დაბრუნებისთანავე. დეპოზიტი/დეპოზიტის ნაწილი თანხა შეიძლება დაკავდეს გამქირავებლის მიერ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი დააბრუნებს ავტომობილს გაურეცხავ ან ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში. დეპოზიტი/ დეპოზიტის ნაწილი თანხა კლიენტს დაუბრუნდება მხოლოდ ტექდათვალიერების, ტექნიკური გაუმართაობის გარკვევის და ავტომობილის გარეცხვის შემდეგ.
6. კლიენტი ვალდებულია გამოიყენოს ავტომობილი კლიენტის ცნობარით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რაც წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. კლიენტს შეუძლია გამოიყენოს დაქირავებული ავტომობილი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე სამგზავროდ. კლიენტს არ აქვს უფლება მოცემული ავტომობილით გადაკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. იკრძალება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლო) ტერიტორიაზე შესვლა.
7. კლიენტს უფლება აქვს ვადამდე გააუქმოს წინამდებარე ხელშეკრულება, ასეთ შემთხვევაში ქირავნობის თანხა გადაიხდევინება ყოველი დღისთვის, დღე-ღამის საბაზისო ტარიფიდან გამომდინარე, ხოლო ფულადი სახსრების ნაშთი უბრუნდება 30%-ით ნაკლები, რაც რჩება გამქირავებელს და წარმოადგენს მიუღებელი შემოსავლის კომპენსაციას. კლიენტი შეუძლია გააგრძელოს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა მის დასრულებამდე არანაკლებ 24 საათით ადრე იმ შემთხვევაში თუ არსებულ ავტომობილს არ ადევს ჯავშანი. ამის შემდეგ კლიენტი აწარმოებს ქირავნობის გაგრძელების საფასურის გადახდას, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება ხდება ავტომობილის დაბრუნებისთანავე.
8. კლიენტმა უნდა დააბრუნოს ავტომობილი იმ დღეს, დროსა და ადგილზე, რაც განსაზღვრულია ხელშეკრულების შესაბამის პუნქტებში. ავტომობილი უნდა დაბრუნდეს კარგ ტექნიკურ მდგომარეობაში, რომელიც შეესაბამება იმ მდგომარეობას, რაც იყო მისი გადაცემის მომენტში ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით. თუ ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელება წინასწარ არ არის განპირობებული და კლიენტმა გადააჭარბა ქირავნობის დრო 1 საათით, გადახდა ჩაეთვლება მეორე დღის სრული მოცულობით. გამქირავებელს დამატებით შეუძლია დააკისროს კლიენტს ჯარიმა დეპონირებული დეპოზიტის ოდენობით, დათქმულ ვადაში ავტომობილის დაუბრუნებლობის მიზეზით, იმ შემთხვევაში თუ გამქირავებელ კომპანიას შემოუვიდა მოცემული ავტომობილის ჯავშანი და მისმა დაუბრუნებლობამ გამოიწვია მიუღებელი შემოსავალის არსებობა.
9. ავტომობილი გაიცემა იჯარით საწვავის სავსე ავზით , რაც აისახება ხელშეკრულებაში. დაბრუნების დროს ავტომობილის ავზი უნდა უნდა იყოს სავსე მდგომარეობაში. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იმავე რაოდენობის საწვავი არ აღმოჩნდა რაც ზემოთხსენებულ პირობებშია გაწერილი, კლიენტი იხდის ჯარიმას საწვავის ღირებულების იმ ოდენობით, რომელიც დადგენილია ბენზისგასამართ სადგურზე ავტომობილის ჩაბარების მომენტში, პლუს 20% საწვავის ღირებულების თითოეული ლიტრისთვის, რომელიც არ ყოფნის კლიენტისთვის გაცემული თავდაპირველუ საწვავის ოდენობას.
10. კლიენტი სრულად არის პასუხისმგებელი ნებისმიერი დანაკლისისა და დანახარჯისათვის, რომელიც მან მიაყენა ამ უკანასკნელს წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების დროს. (დაქირავებული ავტომანქანის გატაცება, საგზაო შემთხვევა, მინის ან მისი ნაწილების დაზიანება, ხანძარი, აფეთქება, ასევე ბოროტმოქმედთა, მესამე პირთა ან თვით კლიენტის სხვა ქმედებები, რომლის შედეგადაც ზიანი მიადგა გამქირავებელს) და დაკავშირებულია კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების და/ან მოქმედი კანონდებლობის პირობების შეუსრულებლობა/დარღვევასთან, გარდა იმ დანაკლისისა, რომელიც აუნაზღაურა გამქირავებელს სადაზღვევო კომპანიამ დაზღვევის პირობების შესაბამისად.
კლიენტის მიერ „კლიენტის ცნობარი“-თ დადგენილი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, რამაც გამოიწვია სადაზღვევო შემთხვევის დადგომა, გამქირავებელი, იღებს რა დამზღვევისგან შესაბამის ანაზღაურებას, გადასცემს დამზღვევს მოთხოვნის უფლებას, რომელიც გააჩნია გამქირავებელს კლიენტის მიმართ, რომელიც თავის მხრივ პასუხს აგებს მიყენებული ზიანისათვის.
რისკების მიხედვით კლიენტის პასუხისმგებლობის შეზღუდვა (ფრანშიზა) - ყველა შემთხვევაში უდრის სადეპოზიტო თანხის ოდენობას. ნებისმიერ შემთხვევაში, შეზღუდული ვალდებულებების რისკი შეუძლებელია იყოს იმ თანხაზე ნაკლები, რაც მითითებულია ავტომობილის დაზღვევის ხელშეკრულებაში, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტში. ფრანშიზის გადახდა (დეპოზიტის თანხა) არ წარმოადგენს კლიენტის ვალდებულებების შესრულებას გამქირავებლის მიმართ, თუ სადაზღვევო კომპანია უარს ამბობს, სადაზღვევო ანაზღაურების გადახდაზე ან თუ აღნიშნული შემთხვევა არ ეხება სადაზღვევო კომპანიას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადაზღვევო კომპანია სრულად აანაზღაურებს ზარალის ოდენობას, კომპანიას შეუძლია დააკავოს დეპოზიტი კომპენსაციის სახით მიუღებელი შემოსავლის გათვალისწინებით.
11. კლიენტი ვალდებულია აუნაზღაუროს გამქირავებელს ნებისმიერი დანახარჯი, რომელიც უკავშირდება ამ უკანასკნელის, როგორც ავტომობილის მფლობელის, სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ასევე უკავშირდება ავტომობილის მართვის შედეგად კლიენტის მიერ გამქირავებლის ქონებისთვის ზიანის მიყენებას და/ან მესამე პირთა ჯანმრთელობის ხელყოფას, თუ ასეთი პასუხისმგებლობა არ აუნაზღაურდება გამქირავებელს სრულად ან ნაწილობრივ. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებისათვის და შესაძლო ფოტო/ვიდეო-ჯარიმების მოსვლის გამო კლიენტს შესაძლებელია დაუკავდეს დეპოზიტის თანხის დაბრუნება ერთი თვის ვადაში ავტომობილის დაბრუნების მომენტიდან, მიყენებული ზიანის ოდენობის გამოკლებით.
12. კლიენტის მიერ ავტომანქანის დოკუმენტების, გასაღების, სახელმწიფო ნომრების დაკარგვის ან მოპარვის, ავტომანქანის ბორბლის/ბორბლების დაზიანების (დაკარგვის,მოპარვის) შემთხვევაში, კლიენტს უბრუნდება მის მიერ გადახდილი დეპოზიტი იმ თანხის გამოკლებით, რაც აუცილებელია გამქირავებლისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, თუ დეპოზიტი ვერ ანაზღაურებს მიყენებული ზიანის ოდენობას, კლიენტი ვალდებულია დაამატოს თანხის დარჩენილი ნაწილი. ბორბლის დაზიანების შემთხვევაში (როდესაც შეუძლებელია მისი გამოყენება უსაფრთხო მგზავრობისათვის, ბორბლის დაზიანებას, გაჭრა), კლიენტი იხდის იმავე მარკის ორი ახალი ბორბლის ღირებულებას, ბორბლების შესაცვლელად ერთნაირი პროტექტორებით ავტომობილის ერთ ღერძზე.
ავტომობილის გასაღების დაკარგვის შემთხვევაში, კლიენტის მიერ გადასახდელი თანხა - 500 ლარი;
ავტომობილის ტექპასპორტის დაკარგვის შემთხვევაში კლინეტის მიერ გადასახდელი თანხა - 50 ლარი;
ავტომობილის გაურაცხავ მდგომარეობაში დაბრუნება - 20 ლარი;
ავტომობილზე დამონტაჟებულ GPS სისტემაზე, რაიმე სახის ზემოქმედება, მისი მწყობრიდან გამოყვანა ან ისეთი მოქმედებები, რომლებიც ხელს შეუშლის მის ნორმალურ ფუნქციონირებას - 500 ლარი.
13. გამქირავებელს უფლება აქვს გამოიყენოს დეპოზიტი იმ ოდენობით, რაც საჭიროა, გამქირავებლის ნებისმიერი მოთხოვნის ასანაზღაურებლად, რაც გამომდინარეობს წინამდებარე ხელშეკრულების ან მოქმედი კანონმდებლობის პირობებიდან, რასაც კლიენტი ეთანხმება და ადასტურებს ხეკშეკრულებაზე ხელმოწერით. დეპოზიტის გამოუყენებელი ნაშთი უბრუნდება კლიენტს მის მიერ ავტომობილის დაბრუნებისთანავე.
დამატებით მომსახურებაში შედის: ავტომობილის გარეცხვა, საბურავების, დისკების დაზიანება, მათ შორის ტექნიკური ტარიფები, ასევე ის გარემოებები, რაც ავტომობილის მიღების პირობებში ვერ იქნებოდა აღმოჩენილი, კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოწერილი ჯარიმები და მესამი პირთა მიერ წამოყენებული პრეტენზიები ავტომობილთან დაკავშირებით იმ პერიოდში, როდესაც იგი იმყოფებოდა კლიენტის დროებით სარგებლობაში, საწვავის ღირებულება, ავტომობილის ტრანსპორტირების ღირებულება საგზაო შემთხვევის ადგილიდან ან მისი გაჩერება საჯარიმოზე.
14. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ დაუბრუნებს გამქირავებელს ავტომობილს, კლიენტი ვალდებულია აანაზღაუროს ყველა დანახარჯი, მათ შორის გაქირავების, დამატებითი მომსახურების ღირებულება, ხელშეკრულების პირობების თანახმად.
თუ კლიენტი ორ საათზე მეტ ხანს გადააცილებს გაქირავების ვადას და არ შეატყობინებს ამის შესახებ გამქირავებელს, კარგავს უფლებას დაიბრუნოს დეპონირებული დეპოზიტი. ასევე შესაძლებელია გარკვეული დროით გაგრძელდეს ქირავნობის ვადა. ამის დასტურს გამქირავებლის მხრიდან წარმოადგენს, ქირავნობის ხელშეკრულების გაგრძელების ორიგინალი, ქირავნობის ხელშეკრულება.
ხოლო თუ ამის შესახებ არ აცნობებს გამქირავებელს, ავტომობილი ცალმხრივი წესით ჩამოერთმევა შესაბამისი საპოლოციო ორგანოების ან გამქირავებლის თანამშრომლების მიერ.
15. მესამე პირებისათვის ზიანის მიყენებისსათვის, ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რაც იწვევს დამატებითი ხარჯების გაღებას, გამქირავებელს ეძლევა უფლება დააკავოს კლიენტის მიერ დეპონირებული დეპოზიტის ან მისი ნაწილის დაბრუნება, საქმის ყველა გარემოების გამორკვევამდე და გამქირავებლისათვის მიყენებული ზიანის ნამდვილი და სრული ოდენობის განსაზღვრამდე, მათ შორის პატრულის, პოლიციის ან სადაზღვევო კომპანიის შესაბამისი დასტურის მიღებამდე, ზიანის ანაზღაურების ან აუნაზღაურებლობის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში თუ მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება სადაზღვევო კომპანიის მიერ, დავა წარიმართება ხელშეკრულებაში მითითებული დავის განმხილველი ორგანოს მეშვეობით.
16. გამქირავებელს ეძლევა უფლება, ცალმხრივი წესით ვადამდე შეწყვიტოს ავტომობილის ქირავნობის ხელშეკრულება, ამასთანვე ხელშეკრულება ითვლება შეწყვეტილად კლიენტისათვის შეტყობინების მომენტიდან და ავტომობილი ექვემდებარება დაუყოვნებლივ გამქირავებლისთვის გადაცემას. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს გამქირავებლის მიერ კლიენტისადმი უნდობლობა, ინფორმაცია კლიენტის თაღლითური ან დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაზე ან შესაძლო ჩადენაზე. გამქირავებელი ვალდებულია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება, ასევე უარი უთხრას კლიენტის მომსახურების გაწევაზე ახსნა-განმარტების გარეშე. კლიენტის მიერ გადახდილი თანხა უბრუნდება მას იმ შემთხვევაში, თუ ადგილი არ აქვს ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს.
17. კლიენტს ეკრძალება ავტომობილის გადაცემა მესამე პირებისათვის, რომლებიც არ არიან ჩაწერილი ქირავნობის ხელშეკრულებაში. გამქირავებელთან შეთანხმების გარეშე ავტომობილის გადაცემა მესამე პირებისათვის ავტომატურად იწვევს ხელშეკრულების მოშლას/შეწყვეტას და კლიენტის მიერ დეპოზიტის დაკარგვას. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კლიენტი იძლევა თანხმობას დამუშავდეს მისი პერსონალური მონაცემები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
18. ავტომობილები აღჭურვილია GPS სიგნალიზაციით, კლიენტის უსაფრთხოების მიზნით, გზებზე დახმარების მისაღებად და ადგილმდებარეობის ორიენტირებისათვის. დაუშვებელია GPS სისტემის მუშაობაში ჩარევა. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე კლიენტი ხელმოწერით ადასტურებს, რომ გამქირავებლისთვის ხელმისაწვდომია ავტომობილის ადგილმდებარეობის ნახვა. რაიმე შემთხვევის დროს ან დახმარების მისაღებად, კლიენტს შეუძლია მიმართოს გამქირავებელს დახმარებისათვის ან ადგილმდებარეობის ორიენტირებისათვის. იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომობილი გამოყენებულია ხელშეკრულებით დაუშვებელ ტერიტორიაზე, GPS სისტემას შეუძლია ავტომატურად იმოქმედოს და დაბლოკოს ავტომობილი. ავტომობილის განბლოკვა ყოველთვის ვერ ხერხდება დისტანციურად, რაც დაკავშირებულია სიგნალიზაციის მუშაობასთან, ავტომობილის ადგილმდებარეობის სიხშირის წვდომასთან.
19. ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილობა, არ იწვევს ხელშეკრულების ბათილობას.
20. დანართი #1; #2(დათვალიერების აქტი) და დანართი #3 (მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდებაურთიერთმოლაპარაკების გზით; მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, წინამდებარე და მის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა, მათ შორის დაკავშირებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობასთან, მოშლასთან, შეწყვეტასთან და ბათილობასთან, განხილული და გადაწყვეტილი უნდა მოქმედი კანონმდებლობით.
კლიენტის ცნობარი
კლიენტი ვალდებულია:
გამოიყენოს ავტომობილი ექსპლუატაციის შესახებ ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც მას გადაეცემა ავტომობილთან ერთად, და საგზაო მოძრაობის წესების შესაბამისად მყარი საფარის საერთო სარგებლობის გზებზე;
არ გამოიყენოს ავტომობილი სხვა სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისათვის; არ მიიღოს მონაწილეობა რბოლაში და/ან შეჯიბრებაში, მათ შორის ტესდრაივში, სასწავლო მიზნით, როგორც ტაქსი. კლიენტს უფლება არ აქვს იმოძრაოს: ზემო სვანეთის ტერიტორიაზე (კერძოდ გზაზე უშგულამდე), ქუთაისიდან სვანეთის მიმართულებით (კერძოდ ცაგერი-ლენტეხის მიმართულებით), იმოძრაოს ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით და თუშეთის გზაზე ომალომდე;
არ გამოიყენოს ავტომობილი, თუ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ტოქსიკური თრობის მდგომარეობაში, სამედიცინო პრეპარატების ზეგავლენის ქვეშ, რომელთა გამოყენება დაუშვებელია ავტომობილის მართვის დროს;
არ გამოიყენოს ავტომობილი ისეთ ქმედებებში, რომელთათვისაც გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა;
დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, არ გადაზიდოს და არ შეინახოს ცეცხლსაშიში, ადვილადაალებადი და ასაფეთქებელი ნივთიერებები და საგნები;
დაიცვას მძღოლის ვალდებულებები, რაც განსაზღვრულია საგზაო მოძრაობის წესებით, არ მიატოვოს საგზაო შემთხვევის ადგილი და არ უარყოს სამედიცინო შემოწმება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომენტში მდგომარეობის დასადგენად;
არ დასვას ავტომობილის საჭესთან მესამე პირები, რომლებიც არ არიან აღნიშნულნი ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამის გრაფაში.
დატოვოს ავტომობილი მხოლოდ სპეციალურად განკუთვნილ პარკირების ადგილებსა და ავტოსადგომებზე;
არ დაუშვას საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევა, ისეთები როგორიცაა: შუქნიშნის წითელ ფერზე ან მარეგულირებლის ჟესტზე გავლა, პარკირების წესების დარღვევა, საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლზე გადასვლა, მაქსიმალურად დაშვებული სიჩქარის გადაჭარბება, ერთი ან ორი ჰორიზონტალური უწყვეტი ხაზის გადაკვეთა.
არ დაუშვას წყლის მოხვედრა ავტომობილის ძრავში.
არ დატოვოს ავტომობილში, მისი გასაღები და ტექპასპორტი და არ გადასცეს ისინი ნებისმიერ მესამე პირს;
არ გადაკვეთოს და არ დააპიროს საზღვრის გადასვლა დაქირავებული ავტომობილით;
კლიენტის ქმედებები საგანგებო ვითარების დროს
1. ინციდენტის, ავარიის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის, ავტომობილის დაზიანების, ტრამვის მიყენების, მატერიალური ზიანის ან ძარცვის, ავტომობილის გატაცების ან მუქარის შემთხვევაში, კლიენტი, არ ძრავს ავტომობილს შემთხვევის ადგილიდან, ბრალეულობის მიუხედავად იძახებს პოლიციას, პატრულს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს და ასრულებს მათ ინსტრუქციას;
2. კლიენტი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ზიანის ოდენობის გაზრდის თავიდან აცილების მიზნით, რომელიც მას მიადგა საგანგებო ვითარების შედეგად.
3. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ სადაზღვევო კომპანიას;
4. კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამქირავებელს;
5. კლიენტი ვალდებულია გადასცეს გამქირავებელს ყველა დოკუმენტის ასლი, რომელიც მან შეადგინა, მიიღო ან ხელი მოაწერა საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე.
სადღეღამისო „ცხელი ხაზი“ (+995) 514 135 135 514 03 40 40