გაქვთ თუ არა გრძელვადიანი გაქირავების სერვისი? და მისი ღირებულება?
კომპანიას აქვს გრძელვადიანი გაქირავების სერვისი, იმ შემთხევაში თუ ქირავნობის ვადა აღემატება ერთ თვეს დაგვიკავშირდით და კომპანია შემოგთავაზებთ ინდივიდუალურ პირობებს თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. ასევე კომპანია შემოგთავაზებთ ავტომობილებს საბოლოო შესყიდვით
სად შეიძლება დაქირავებული ავტომობილის დაბრუნება ქირავნობის ვადის დასრულებისას, საჭიროა ოფიში მოყვანა თუ შესაძლებელია ჩემთვის ხელსაყრელ ადილას?
ქირავნობის ვადის ამოწურვისას თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ ავტომობილი თქვენთვის ხელსაყრელ ადილას როგორც ჩვენ ოფისში ასევე ქვეყნის ნებისმიერ წერტილში.ავტომობილის დაბრუნება ოფიის გარეთ ხდება დამატებითი გადასახადის გადახდის სანაცვლოდ. ავტომობილის დაბრუნების დრო და ადგილი შეათანხმეთ ჩვენ ოპერატორებთან დაბრუნებამდე 24 საათით ადრე
შესაძლებელია თუ არა რომ ავტომობილში იყოს დამონტაჟებული საბავშო სავარძელი?
თუ თქვენ გსურს რომ ავტომობილში იყოს დამონტაჟებული საბავშო სავარძელი ამისათვის შეგვატყობინეთ წინასწარ და ავტომობილის წაყვანისას სავარძელი დაგხვდებათ დამონტაჟებული
შესაძლებელია თუ არა რომ ავტომობილი ვიქირაოთ ორმა?
ავტომობილის ქირაობა შესაძლებელია ორ ადამიანზე, ამისათვის საჭიროა მეორე ადამიანის საბუთები ხელშეკრულებაში ჩასაწერად და გარკვეული დამატებითი გადასახადი ერთ დღეზე
როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი გაფუჭდა გზაში?
კომპანია GDM-ს ჰყავს 24 საათიანი ტექნიკური დახმარების ჯგუფი, დაგვიკავშირდით კომპანიის ნომრებზე და ოპერატორი დაგეხმარებათ თქვენო პრობლემის აღმოფხვრაში, საჭიროების შემთხვევაში გამოგიგზავნით ტექნიკურ ჯგუფს ან ევაკუატორს ან შეგიცვლით ავტომობილს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში